დღეს საქართველოს
ეროვნული გმირის მამია
ალასანიას დაბადების
დღეა.აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე
ლევან მგალობლიშვილმა
ზუგდიდში, მერაბ კოსტავას
სახელობის პარკში,
საქართველოს ეროვნული
გმირის ბიუსტი გვირგვინით
შეამკო და მის ხსოვნას
პატივი მიაგო.მამია
ალასანია 1993 წლის 27
სექტემბერს, სოხუმის
დაცემის დღეს, აფხაზმა
სეპარატისტებმა აფხაზეთის
მთავრობის
წარმომადგენლებთან ერთად
დახვრიტეს.2018 წელს მას
საქართველოს ეროვნული
გმირის წოდება მიენიჭა.