სომხეთში დღეს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი
იწყება. რამდენიმე საათში
ირაკლი კობახიძე პირისპირ
შეხვდება სომეხ კოლეგას,
ნიკოლ ფაშინიანს.
დაგეგმილია ორი ქვეყნის
პრემიერ-მინისტრების
ხელმძღვანელობით,
საქართველო-სომხეთის
ეკონომიკური
თანამშრომლობის
მთავრობათაშორისი
კომისიის სხდომის
გამართვა, რომლის
დასრულების შემდეგაც
მედიისთვის ერთობლივ
განცხადებები
გაკეთდება.საქართველოს
სამთავრობო დელეგაციის
შემადგენლობაში არიან
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების, საგარეო
საქმეთა, რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის, გარემოს
დაცვისა და სოფლის
მეურნეობისა და ჯანდაცვის
მინისტრები.