დღეს თბილისს ევროპის
საბჭოს გენერალური
მდივანი, ალენ ბერსეტი
ოფიციალურ ვიზიტით ეწვევა.
როგორც საბჭოს ოფიციალურ
გვერდზე გამოქვეყნებულ
ინფორმაციაშია
ნათქვამი.ვიზიტის მიზანია,
ევროპის საბჭოსა და
საქართველოს შორის
თანამშრომლობის
გაგრძელების პირობების
უზრუნველყოფა
ორგანიზაციის
ღირებულებებისა და
პრინციპების სრული დაცვით.
გენერალური მდივანი კიდევ
ერთხელ ადასტურებს
მხარდაჭერას საქართველოს
ევროპული მისწრაფებების
მიმართ-წერია ევროპის
საბჭოს განცხადებაში.