მსოფლიო პოპვარსკვლავის,
ჯასტინ ტიმბერლეიკის
კონცერტზე დამსწრე
საზოგადოების
შეუფერხებელი
გადაადგილების მიზნით,
"დინამო არენას" მიმდებარე
ტერიტორიაზე მოძრავი
მუნიციპალური ავტობუსების
ნაწილი და მეტრო,
გახანგრძლივებული დროით
იმუშავებს - ამის შესახებ
თბილისის მერმა კახა
კალაძემ მუნიციპალიტეტის
მთავრობის დღევანდელ
სხდომაზე განაცხადა.მისი
თქმით, ტრანსპორტი
მოქალაქეებს 24 ივლისის 02:00
საათამდე
მოემსახურება."კონცერტზე
დამსწრე საზოგადოების
შეუფერხებელი
გადაადგილების მიზნით,
"დინამო არენას" მიმდებარე
ტერიტორიაზე მოძრავი
მუნიციპალური ავტობუსები
და მეტრო,
გახანგრძლივებული დროით, 24
ივლისის 02:00 საათამდე
იმუშავებს. აღნიშნულ
პერიოდში ავტოტრანსპორტი
გადაადგილდება
ალტერნატიული
მარშრუტებით. კონცერტი 21:00
საათზე დაიწყება.
ავტობუსების მარშრუტების
შესახებ დეტალური
ინფორმაცია უკვე
გავავრცელეთ, თუმცა
დაინტერესებულ პირებს,
მისი მოძიება თბილისის
მერიის ვებგვერდზე, ასევე,
სოციალურ ქსელში,
ტრანსპორტისა და ურბანული
განვითარების სააგენტოს
გვერდზე შეუძლიათ," -
განაცხადა კახა
კალაძემ.მისივე თქმით,
"სთარინგ ჯორჯიას" მიერ
დაგეგმილი კონცერტის გამო,
"დინამო არენას" მიმდებარე
ტერიტორიაზე
ავტოტრანსპორტის
მოძრაობაც შეიზღუდება.
შეზღუდვა 24 ივლისის 01:00
საათამდე იმოქმედებს.