დღემდე მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავდასხმა, რომელიმე ელჩს, უცხოელ აქტორს, „ენჯეოს“ ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ, რომ არ შეიძლება მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლა - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 2 საათი წინ 2
დღემდე მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავდასხმა, რომელიმე ელჩს, უცხოელ აქტორს, „ენჯეოს“ ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ, რომ არ შეიძლება მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლა - შალვა პაპუაშვილი
დღემდე მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავდასხმა, იმ ადამიანების შევარდნის კადრებიც ხომ ვნახეთ, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, რომელიმე ელჩს, უცხოელ აქტორს, „ენჯეოს“ ერთი სიტყვა მაინც უნდა ეთქვათ, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს სხვა არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის ზეწოლა.„მთელი ეს პერიოდი, ერთი მომენტი რომ გავიხსენოთ, დღემდე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიდის თავდასხმა. ხომ ვნახეთ. იმ ადამიანების შევარდნის კადრებიც ხომ ვნახეთ, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ არიან. ვნახეთ რომელიმე ელჩი, რომელიმე უცხოელი აქტორი, რომელიმე „ენჯეო“, საერთოდ ვინმე, ვინც მედიის სფეროშია, რომ ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ საყვედურისა, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლა. ეს ხომ სხვა არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ზეწოლაა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ხომ ვნახეთ, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, როგორ შეარჩიეს თავადვე, ვინ უნდა გახდეს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვინ უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ამა თუ იმ გადაცემის წამყვანი. 21-ე საუკუნეში სააკაშვილის რეჟიმგამოვლილ ქვეყანას კიდევ ერთხელ გვაყურებინებენ და ამაში გვარწმუნებენ, რომ ეს არის მოდერნიზაცია, ეს არის დემოკრატია“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია