დეპარტამენტის შექმნის
დღიდან დღემდე
დაზარალებულად იქნა
ცნობილი 488 პირი, რომელთაგან
335 პირს პროკურატურის
შემაჯამებელი
გადაწყვეტილების შედეგად
დაუბრუნდათ ან დაბრუნების
პროცესშია დაახლოებით 67
000 000 ლარის ღირებულების
უძრავი და მოძრავი ქონება -
განაცხადა
სამართალწარმოების
პროცესში ჩადენილი
დანაშაულის გამოძიების
დეპარტამენტის უფროსმა
ირაკლი ნადარეიშვილმა
„2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელი დროებითი
საგამოძიებო კომისიის“
სხდომაზე.როგორც ირაკლი
ნადარეიშვილმა სხდომაზე
აღნიშნა, დაბრუნებული
ქონებების შორის იყო 176
მიწის ნაკვეთი,
საცხოვრებელი
ბინები,აგარაკები, საოფისე
და კომერციული ფართები; სს
„ენგურის სამედიცინო
კომპლექსი“; „აკურას“
ღვინის ქარხანა; გორში
მდებარე სასტუმრო და
საცურაო კომპლექსები;
შოვის პანსიონატის
ტერიტორია; 2 თვითმფრინავი
და 13 შვეულმფრენი, ასევე 83
ავტომანქანა; ოქროს
ნაკეთობები; ფიროსმანის
ფერწერული 2 ტილო;
ანტიკვარული წიგნები და
სხვა
ქონებები.სამართალწარმოების
პროცესში ჩადენილი
დანაშაულის გამოძიების
დეპარტამენტის უფროსის
ირაკლი ნადარეიშვილის
განცხადებით, 2015 წლის
მარტის თვეში საქართველოს
გენერალურ პროკურატურაში
სამართალწარმოების
პროცესში ჩადენილი
დანაშაულის გამოვლენის
დეპარტამენტი შეიქმნა.
მისი თქმით, დეპარტამენტის
ფუნქციაა 2012 წლამდე
ჩადენილი შესაძლო
დანაშაულებრივ ფაქტებზე
მათ შორის წამების,
არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობის,
ასევე იძულებით ქონების
ჩამორთმევის ფაქტების
შესწავლა, გამოძიების
წარმოება, სახელმწიფო
ბრალდების მხარდაჭერა
სასამართლოებში.როგორც
ირაკლი ნადარეიშვილმა
აღნიშნა დეპარტამენტის
წარმოებაში დღეის
მდგომარეობით 422 სისხლის
სამართლის საქმეა.