სოფლის განვითარების
სააგენტოს დირექტორი
დავით წითლიძე
არასტანდარტული ვაშლის
რეალიზაციის ხელშეწყობის
საკოორდინაციო შტაბსა და
ხილის გადამმუშავებელ
საწარმოში „შინდისი“
იმყოფებოდა, სადაც
მოსავლის
დაბინავება-რეალიზაციის
პროცესს
გაეცნო.„საქართველოს
მასშტაბით, 12 კომპანია
იბარებს არასტანდარტულ
ვაშლს 1 კგ-ს არანაკლებ 25
თეთრად, საიდანაც 10 თეთრი
არის სახელმწიფოს
სუბსიდია. დღეის
მდგომარეობით, 9,000 ტონა
არასტანდარტული ვაშლი
უკვე ჩაბარებულია. პროცესი
15 დეკემბრამდე
გაგრძელდება. ჩვენი
მიზანია, ფერმერებმა
შეძლონ შეუფერხებლად
საკუთარი ვაშლის მოსავლის
რეალიზაცია“, - განაცხადა
სოფლის განვითარების
სააგენტოს დირექტორმა
დავით წითლიძემ.შპს
„შინდისი“ არასტანდარტული
ვაშლის რეალიზაციის
ხელშეწყობის
საკოორდინაციო შტაბში
რეგისტრირებული ერთ-ერთი
კომპანიაა. მიმდინარე წელს,
კომპანიამ, პროგრამის
ფარგლებში, 4,000 ტონა
არასტანდარტული ვაშლი
უკვე
გადაამუშავა.სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში,
არასტანდარტულ ვაშლს
ხილის გადამმუშავებელი 12
კომპანია 14 მიმღებ პუნქტში
იბარებს შიდა ქართლის,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის, კახეთის,
მცხეთა-მთიანეთისა და
სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში.მიმდინარე წლის
სექტემბერიდან სახელმწიფო
პროგრამაში ჩართულმა
ხილის გადამმუშავებელმა
საწარმოებმა 9,000 ტონა
არასტანდარტული ვაშლი
ჩაიბარეს. შედეგად,
ფერმერებმა 2 მლნ ლარზე
მეტი შემოსავალი
მიიღეს.სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში,
სოფლისა განვითარების
სააგენტო 1 კგ
არასტანდარტულ ვაშლზე 0.10
ლარის ოდენობის სუბსიდიას
გასცემს. სახელმწიფო
სუბსიდიას იღებენ ხილის
გადამმუშავებელი ის
კომპანიები, რომლებიც 2024
წლის 15 დეკემბრამდე,
მეხილეობის სფეროში
დასაქმებული ფიზიკური
პირებისგან 1 კგ
არასტანდარტულ ვაშლს
არანაკლებ 0.25 ლარად
შეისყიდიან.