17 აპრილიდან ქვეყნის
მასშტაბით ტემპერატურის
მატებაა
ნავარაუდევი.როგორც
მეტეოროლოგმა, დოდო
გვაზავამ აღნიშნა,
წინასააღდგომოდ
საქართველოს მთელს
ტერიტორიაზე უნალექო და
თბილი ამინდია
მოსალოდნელი."ნალექიანი
ამინდი დღეს უკვე საღამოს
საათებში დამთავრდება და
გამოიდარებს. 17 აპრილიდან
საქართველოში უნალექო,
თბილი ამინდია
მოსალოდნელი. 17 აპრილს
ტემპერატურა დაბლობსა და
ბარში მაქსიმალური იქნება
17-22 გრადუსი.19 აპრილამდე
უნალექო ამინდთან ერთად,
დასავლეთ საქართველოში,
ზემო იმერეთსა და კოლხეთის
დაბლობში, მოსალოდნელია
აღმოსავლეთის
მიმართულების ქარის
გაძლიერება და ჰაერის
ტემპერატურის მომატება,
დაახლოებით 25-დან 28
გრადუსამდე.დასავლეთთან
შედარებით, რამდენიმე
გრადუსით უფრო ნაკლები
იქნება ტემპერატურა
აღმოსავლეთ საქართველოში,
მათ შორის დედაქალაქშიც -
ტემპერატურა 17-დან 23
გრადუსამდე დათბება.19
აპრილს, დღის ბოლოს და 20
აპრილის ღამეს უნალექო,
თბილი ამინდია მთელს
ქვეყანაში მოსალოდნელი.
მხოლოდ და მხოლოდ, 20 აპრილის
დილის საათებიდან,
დასავლეთ საქართველოს
ცალკეულ რაიონში
შესაძლებელია იყოს ზოგან
მცირე, ხანმოკლე ხასიათის
წვიმა ელჭექთან ერთად. ქარი
შენარჩუნდება ზემო
იმერეთსა და კოლხეთის
დაბლობში. ეს ღრუბლიანი და
ცოტა ნალექიანი ამინდი
გადმოინაცვლებს
აღმოსავლეთ საქართველოს
დასავლეთ რეგიონებში - ეს
არის სამცხე-ჯავახეთი და
შიდა ქართლი, აქ
შესაძლებელია 20 აპრილის 16:00
საათისთვის ზოგან იყოს
მცირე ხანმოკლე წვიმა.
ტემპერატურაზე არ
იმოქმედებს, შენარჩუნდება
იგივე, 20-22 გრადუსი სითბო.
დედაქალაქშიც უნალექო
ამინდია მოსალოდნელი.21
აპრილს საქართველოში
შედარებით არამდგრადი
ამინდია მოსალოდნელი,
ცალკეულ რაიონებში,
შესაძლებელია, დღისით იყოს
ხანმოკლე ხასიათის წვიმა
ელჭექით, ეს მნიშვნელოვნად
არ იმოქმედებს
ტემპერატურაზე", -
განუცხადა დოდო გვაზავამ
"რუსთავი 2-ს".