დღეიდან, თბილისის
ქუჩებში
გადაადგილებისთვის
გარკვეული შეზღუდვები
დისტრიბუციის
ავტომანქანებისთვისაც
ამოქმედდა. კოკრეტულად,
დილის 08:00-დან 11:00 საათამდე და
დღის 17:00-დან 20:00 საათამდე
პერიოდში, სხვა
დიდგაბარიტიან
ტრანსპორტთან ერთად,
გადაადგილება მათაც
ეზღუდება.რეგულაცია
ითვალისწინებს შეზღუდვას N2
და N3 კატეგორიების
სატრანსპორტო
საშუალებებით
დისტრიბუციაზე და არ ეხება
M2 კატეგორიის სატრანსპორტო
საშუალებებს.