დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და რამხელა სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს - დიდება და მარადიული ხსოვნა სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს - მიხეილ ყაველაშვილი

Primetime.ge 3 საათი წინ 6
დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და რამხელა სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს - დიდება და მარადიული ხსოვნა სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს - მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი გავიდა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს."1921 წლის 25-მა თებერვალმა მძიმე კვალი დატოვა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიაში. მტრის დიდი უპირატესობის მიუხედავად, ქართველმა მებრძოლებმა მაქსიმუმი გააკეთეს საკუთარი სამშობლოს დასაცავად. სწორედ ამ ადამიანების გმირულმა თავდადებამ გადაარჩინა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს იდეა, რომელმაც მრავალწლოვან ოკუპაციას გაუძლო და საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით გამოიხატა.პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ თითოეულ მებრძოლს, რომელთა თავგანწირვა მართლაც ფასდაუდებელია. დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და რამხელა სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს.დიდება და მარადიული ხსოვნა სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს!", - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია