დღევანდელი დღე გვახსენებს თუ რამდენად რთულ რეგიონში ვართ ჩვენ, გამოწვევები ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ ყოველთვის იყო - ჩვენი დამოუკიდებლობა ისეთივე მოსაფრთხილებელია, როგორც მაშინ - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 1 თვე წინ 25
დღევანდელი დღე გვახსენებს თუ რამდენად რთულ რეგიონში ვართ ჩვენ, გამოწვევები ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ ყოველთვის იყო - ჩვენი დამოუკიდებლობა ისეთივე მოსაფრთხილებელია, როგორც მაშინ - შალვა პაპუაშვილი
დღევანდელი დღე გვახსენებს თუ რამდენად რთულ რეგიონში ვართ ჩვენ, გამოწვევები ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ ყოველთვის იყო. სამწუხაროდ, 1921 წელს ჩვენ ვერ შევძელით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.„მაშინაც ვხედავდით ქართველებს, რომლებიც ნაწილი იყვნენ ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფისა, მაშინაც იყვნენ ქვეყნები, ჯგუფები უცხოეთიდან, რომლებიც გვპირდებოდნენ მხარდაჭერას, გვერდში დგომას, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგა ჩვენი იუნკრების დასაცავი გახდა ეს ქვეყანა და სამწუხაროდ ამ დიდი ძალას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუმკლავდა. წლები გავიდა და დღესაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ისეთივე მოსაფრთხილებელია, როგორც მაშინ იყო“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.იუნკრები 1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
სრულად წაიკითხეთ სტატია