დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილა

Primetime.ge 1 დღე წინ 16
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილა
 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.სხდომაზე განხილული იყო 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიას ახსნა-განმარტება ჯონდო ბაღათურიამ მისცა.მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ვადაში მილიარდები დააგროვა, როგორც სახელმწიფო ქონების, ასევე რიგითი ადამიანების ძარცვის - სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე.„ჩემს მიერ წარმოდგენილი მასალები არ აჩვენებს ერთი კონკრეტული დანაშაულის ან ერთი კორუმპირებული პრეზიდენტის და მისი ოჯახის კორუმპირებულობას, რაც თავისთავადაც სამარცხვინოა, არამედ, ამ მასალებში ჩანს ხელისუფლების ყველა შტოს ხრწნის უკანასკნელი სტადია, სისტემური დანაშაული, როცა დანაშაულში ჩართული არის ყველა და ყველაფერი, რაც კი სახელმწიფოსთან არის გაიგივებული. დანაშაულებრივ სისტემაში, რომელიც პრეზიდენტმა თავის გუნდთან ერთად შექმნა, ჩართული იყო სასამართლო სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საჯარო რეესტრი, დედა, მამა, სიდედრი, მეუღლე და ასევე, მედია“, - აღნიშნა ჯონდო ბაღათურიამ.მან სხდომაზე დოკუმენტები წარადგინა, რომელშიც მისი შეფასებით, ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის დაუსაბუთებელი ქონება.ჯონდო ბაღათურიას განცხადებით, აგვისტოს ომის წინა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო ქონების მიტაცება გამალებით მიდიოდა და მის მიერ შეძენილი ქონების უმრავლესობა სწორედ ამ პერიოდშია რეგისტრირებული.მისივე თქმით, განათლების სისტემაში, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მიერ ხდებოდა მონოპოლიების შექმნა, საჯარო სკოლების დახურვისა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლისთვის ქონების ჩამორთმევის გზით.საკუთრების უფლებების შელახვის ფაქტზე კომისიამ ჯუმბერ ბუზალაძე გამოჰკითხა.ჯუმბერ ბუზალაძის განცხადებით, 2005 წელს, იაპონურ მაფიასთან კავშირისა და მოპარული ავტომანქანების საქართველოში ჩამოყვანის ცრუ ბრალდებით, ავტოსადგომზე გასაყიდად განთავსებული ორი ავტომანქანა ჩამოართვეს და ერთი წლით საპატიმროში ჩასვეს.მისი თქმით, ავტომანქანების ჩამორთმევაში მონაწილეობდნენ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა.ჯუმბერ ბუზალაძემ აღნიშნა, რომ მომხდარის გამო მან უძრავი ქონება დაკარგა და ჯანმრთელობა დაუზიანდა.როგორც სხდომის დასასრულს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის დასკვნა მიხეილ სააკაშვილისთვის კიდევ ერთი განაჩენი იქნება.„კომისიის დასკვნა მიხეილ სააკაშვილისთვის იქნება მორიგი განაჩენი იმიტომ, რომ ის ვერ შევა ისტორიაში როგორც აღმაშენებელი და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ამ დასკვნის საფუძველზე, ერთ დოკუმენტში თავმოყრილი იქნება თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით ჩვენს ქვეყანას და თითქმის ყველა ოჯახს თავს დაატყდა, ის ისტორიაში შევა: როგორც ტერიტორიების დამკარგავი და აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არეალში განზრახ დამტოვებელი და გამწირავი; როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა, გვერდზე გაწია და თვითონ აწარმოვა მერაბიშვილთან, შალვა ჯანაშვილთან, გიგი უგულავასთან, ლომაიასთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ომი, რასაც არაერთი ჯარისკაცი შეეწირა, დაიკარგა 111-ით მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში და კიდევ უფრო გამყარდა ოკუპაციის ვითარება ჩვენს ქვეყანაში. რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ სააკაშვილის შემწეობით ჩვენს ქვეყანაში პოზიციები კიდევ მეტად გაიმყარა. სააკაშვილმა დაკარგა დალის ხეობა, ეს უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც იქ მცხოვრებთა შემწეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი იყო. სააკაშვილი ისტორიაში შევა როგორც მწამებელი, მკვლელი, ქონებების რეკეტირი და ბიზნესის მჩაგვრელი, რომელმაც არამც თუ ააშენა სახელმწიფო, რისთვისაც ხალხმა მას ნდობა გამოუცხადა, არამედ ისიც კი დაანგრია, რაც დახვდა. მან ააშენა საკუთარ თავზე, ოჯახზე და თავის ბანდაზე მორგებული მაფიოზური სახელმწიფო და სახელმწიფო ტერორი დაამყარა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია