ესეც ესე...დროებითი
საპარლამენტო-საგამოძიებო
კომისია შეიქმნება და
შეუდგება სააკაშვილის
რეჟიმის სამართლებრივ და
პოლიტიკურ შეფასებას. ხოლო
სექტემბერში კომისიის
დასკვნას ეყრება კენჭი და
მასალები გადაეგზავნება
მთავარ პროკურატურას.
საქართველო დაადგა თავისი
სტრატეგიული პარტნიორის,
აშშ-ს ახალი
ადმინისტრაციის მიერ
დეკლარირებულ გზას: "ან
ამერიკა დაამარცხებს deep
state-ს, ან deep state დაამარცხებს
ამერიკას",- წერს სოციალურ
ქსელში „ხალხის ძალის“
წევრი დავით
ქართველიშვილი.მისივე
თქმით, დაპირებული
პროცესი დაიძრა, სწორედ ეს
იყო ხელისუფლების მხრიდან
საკუთარი ამომრჩევლის
წინაშე ძირითადი
წინასაარჩევნო დაპირება
და ის აუცილებლად იქნება
მიყვანილი საქართველოს
საბოლოო
გამარჯვებამდე.„ესეც
ესე...დროებითი
საპარლამენტო-საგამოძიებო
კომისია შეიქმნება და
შეუდგება სააკაშვილის
რეჟიმის სამართლებრივ და
პოლიტიკურ შეფასებას. ხოლო
სექტემბერში კომისიის
დასკვნას ეყრება კენჭი და
მასალები გადაეგზავნება
მთავარ პროკურატურას.
საქართველო დაადგა თავისი
სტრატეგიული პარტნიორის,
აშშ-ს ახალი
ადმინისტრაციის მიერ
დეკლარირებულ გზას: "ან
ამერიკა დაამარცხებს deep
state-ს, ან deep state დაამარცხებს
ამერიკას".იგივე ითქმის deep
state-ის ქართულ ფილიალზე -
რადიკალური ოპოზიციის და
დესტრუქციული "მესამე
სექტორის" სახით.
დაპირებული პროცესი -
დაიძრა. ის აუცილებლად
იქნება მიყვანილი ქვეყნის
საბოლოო გამარჯვებამდე. ეს
იყო ხელისუფლების მხრიდან
საკუთარი ამომრჩევლის
წინაშე ძირითადი
წინასაარჩევნო დაპირება
და ის სრულდება,“- წერს
დავით ქართველიშვილი.