დროებითი საგამოძიებო
კომისიის მორიგი სხდომა ამ
წუთებში იწყება -
პარლამენტში 2008 წლის
აგვისტოს ომის დროს
საქართველოს შეიარაღებული
ძალების გაერთიანებული
შტაბის ხელმძღვანელს, ზაზა
გოგავას
ელოდებიან.დღევანდელ
სხდომაზე 4 პირი
გამოიკითხება - ლაშა
ქოიავა, შალვა ჯანაშვილი,
მამუკა ყურაშვილი და ზაზა
გოგავა.დღეს განხილვის
მთავარი თემა ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შექმნილი
ვითარება და 2008 წლის
აგვისტოს ომი იქნება.
სავარაუდოდ,
კანონმდებლების კითხვები
იქნება, თუ რამდენად სწორად
გაიცემოდა, მათ შორის
სამხედროების მისამართით
ინსტრუქციები და როგორი
იყო ომის მიმდინარეობა.