თითქმის ყველა პოპულარული
სოციალური ქსელისა თუ
პლატფორმის მონაცემთა
ბაზა ჰაკერების მიერ არის
მოპარული. ამის შესახებ
ინფორმაციას Cybernews-ი
ავრცელებს და წერს, რომ ეს
ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესი
კიბერთავდასხმაა.გამოცემის
ცნობით, ჰაკერებმა
მოიპარეს Apple-ის, Google-ის, Facebook-ის,
Telegram-ის, GitHub-ისა და სხვა
პლატფორმების მონაცემები,
რის შედეგადაც მათთვის 16
მლრდ-ზე მეტი პაროლია
ცნობილი. კერძოდ, მათი
კონტროლის ქვეშაა
სოციალური მედია არხები, VPN
ლოგინები, კორპორატიული და
დეველოპერული პლატფორმები
და ა.შ.კომპანია Tom’s Guide-ი, ამ
ინციდენტის შესახებ, ბლოგს
აქვეყნებს და ადამიანებს
ურჩევს რამდენიმე გზას,
რომლებითაც თავის დაცვა
შეუძლიათ. უმთავრესი ორი
რჩევა ასეთია: 1)
ორფაქტორიანი
ავტორიზაციის გამოყენება;
2) პაროლის მენეჯერის
გამოყენება.„შეცვალეთ
პაროლები ახლავე—თუ
პაროლი მტკიცედ იყო
გამოყენებული სხვადასხვა
სერვისზე, შეცვალეთ
ყველგან.აირჩიეთ
ავტენტიკატორი (Google Authenticator, Authy)
SMS-ის ნაცვლად.გამოიყენეთ
პაროლმენეჯერი (LastPass, 1Password,
ბრაუზერის გამშვები), რათა
თითოეული ანგარიშისთვის
უნიკალურ პაროლს
შექმნათ. გაითიშეთ უცნობი
სავალიდებო
სისტემები.იყავით
ფრთხილად იდენტობის
მყისიერი შეტყობინებების
მიმართ“ - წერს კომპანია
გაფრთხილებაში.