დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-11 კორპუსის მიმდებარედ და ბოცვაძის ქუჩის N12-ში დაზიანებული სკვერების აღდგენა დასრულდა

News.ge 2 თვის წინ 64
დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-11 კორპუსის მიმდებარედ და ბოცვაძის ქუჩის N12-ში დაზიანებული სკვერების აღდგენა დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს.
ამ ეტაპზე, დაზიანებული სკვერების რეაბილიტაცია ორ მისამართზე, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-11 კორპუსის მიმდებარედ და ბოცვაძის ქუჩის N12-ში დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, რეაბილიტირდა უსაფრთხოების მოაჯირები, მოეწყო საჩრდილობელი და განთავსდა საპარკე სკამები და ურნები.
პროექტების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 000 ლარი გამოიყო.

სრულად წაიკითხეთ სტატია