"დიფ სთეითი" ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის" - "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო

Primetime.ge 19 საათი წინ 4
"დიფ სთეითი" ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის" - "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო
კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი რომ სრულიად არასერიოზულია, ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.მმართველი პარტიის პოლიტსბჭო ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ხუთი რეზოლუციით გამოიხატა."ყველას გვახსოვს, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი "დიფ სთეითმა" გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ "დიფ სთეითი" ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს "დიფ სთეითის" სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული.ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი, პრაქტიკულად, სრულად აქვთ დაკარგული და მთლიანად "დიფ სთეითის" კარნახით უწევთ მოქმედება", - აღნიშნულია მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია