დიმიტრი ხუნდაძე: უკრაინა დასავლეთის მხრიდან პოლიგონად არის გამოყენებული, ჩვენ მშვიდობიანად უნდა შევიდეთ ევროკავშირში და არა დანაღმული გზის გავლით

Primetime.ge 4 თვის წინ 90
დიმიტრი ხუნდაძე: უკრაინა დასავლეთის მხრიდან პოლიგონად არის გამოყენებული, ჩვენ მშვიდობიანად უნდა შევიდეთ ევროკავშირში და არა დანაღმული გზის გავლით
ჩვენ მშვიდობიანად უნდა შევიდეთ ევროპაში და არა ნაღმებით დატვირთულ გზაზე გავიაროთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკასთან“.მისი თქმით, ქვეყანას პრინციპული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გონივრული, მშვიდობიანი გზით შეიყვანს.„ევროპის სახელით ხდება ის რაც უკრაინაშია, ევროპის სახელით მოხდა სწორედ მაიდანიზაცია. პოლიგონად არის ქცეული და თავად უკრაინის ყოფილი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები აფასებენ ამდაგვარად, რომ უკრაინა დასავლეთის მხრიდან პოლიგონად არის გამოყენებული. ქვეყანას ჰყავს პრინციპული ხელისუფლება, მას აქვს პრინციპული პოზიცია, ის ემზადება ევროკავშირში შესვლისთვის გონივრული გზის გავლით და არა დანაღმული გზის გავლით და ჩვენ რა თქმა უნდა ევროპაში შევალთ, ეს გზა უცვლელია, მიღწევადია და ამას გონივრული გადაწყვეტილებები სჭირდება“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია