დიმიტრი ხუნდაძე: მაკკეინის ინსტიტუტი „დიფ სთეითის“ მორიგი ფილიალია საქართველოში

Primetime.ge 2 საათი წინ 5
დიმიტრი ხუნდაძე: მაკკეინის ინსტიტუტი „დიფ სთეითის“ მორიგი ფილიალია საქართველოში
მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან, ნახევარ მილიონიანი გრანტის მიღებას, რომელიც პოლიტპატიმრების ინტერესებისთვის ბრძოლას უნდა მოხმარდეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაკკეინის ინსტიტუტი „დიიფ სთეითის“ მორიგი ფილიალია საქართველოში.მისივე თქმით, მაკკეინის ინსტიტუტს ადარდებს ამომრჩევლის მხარდაჭერა მმართველი გუნდისადმი და სურთ შეცვალონ რეალური სურათი.„მაკკეინის ინსტიტუტი „დიფ სთეითის“ მორიგი ფილიალია საქართველოში. გარედან შემოტანილი ფულით შიდა პოლიტიკის წარმოება და მორიგი არეულობის ორგანიზება სურთ. მათი ეს მცდელობაც უშედეგო იქნება იმიტომ, რომ საზოგადოება უკვე კარგად იცნობს მათ ასეთ გეგმებს.თითქოს სამართლიანობისთვის იბრძვიან და მზია ამაღლობელის ბედი აინტერესებს, სინამდვილეში კი ადარდებთ ამომრჩევლის მხარდაჭერა მმართველი გუნდისადმი და სურთ შეცვალონ ეს.ნიკა გვარამიას შეწყალება ზურაბიშვილის მხრიდან და ამაში მაკკეინის ინსტიტუტის მონაწილეობა აგენტების ერთმანეთზე ზრუნვაა და ამაში გასაკვირი არაფერია,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია