პარლამენტის წევრი,
დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე
ეუთო/ოდირის მიერ 20024 წლის 26
ოქტომბრის არჩევნების
შესახებ საბოლოო დასკვნას
ეხმიანება.დეპუტატის
თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა
დასტურებს რომ ქვეყანაში
არჩევნები ლეგიტიმურად
ჩატარდა და სპეკულაციები
იმის შესახებ, თითქოს
ხელისუფლებამ სამასი
ათასი ხმა მოიპარა
ტყუილია.დიმიტრი ხუნდაძის
თქმით, ეს სპეკულაციები
არის მცდელობა არჩევნების
გარეშე, ტყუილით მიიტაცონ
ხელისუფლება.„ის, რომ
ქვეყანაში არჩევნები არის
ლეგიტიმური ამას
ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ
უფრო ამყარებს და ეს არის
კიდევ ერთი დასტური იმისა,
რომ ის, რასაც ჩვენ ხშირად
ვისმენთ, თითქოს სამასი
ათასი ხმით გააყალბა
ხელისუფლებამ არჩევანი,
არის უდიდესი ბლეფი, ტყუილი
და ეს არის მცდელობა რომ
არჩევნების, გარეშე
ტყუილით მიიტაცონ
ხელისუფლება,“- აღნიშნა
დიმიტრი ხუნდაძემ.