დიმიტრი სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დღეს, იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვდით და ბედი თქვენი სხვა ხელისუფლება რომ არ არის! დღეს საზარბაზნე ხორცებად მიგატოვეს თქვენმა ლიდერებმა!

Primetime.ge 1 კვირა წინ 24
დიმიტრი სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დღეს, იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვდით და ბედი თქვენი სხვა ხელისუფლება რომ არ არის! დღეს საზარბაზნე ხორცებად მიგატოვეს თქვენმა ლიდერებმა!
"ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მიმავალი მოქალაქეების ვიდეოს აქვეყნებს.როგორც სამხარაძე აღნიშნავს, საპროტესტო აქციაზე მდგომი პირები დღეს იმ პოლიციამ და ხელისუფლებამ გადაარჩინა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომელთაც ორი კვირაა შეურაცხყოფას აყენებენ. მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერებმა საზარბაზნე ხორცად მიატოვეს რუსთაველზე მდგომნი."ამ ვიდეოს კარგად უყურეთ მანქურთებო და უცხო ქვეყნის აგენტებო‼️დღეს, იმ პოლიციამ გადაგარჩინათ, მართლა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომლებსაც 2კვირა წვავდით, აგინებდით, ოჯახის წევრებს უწიოკებდით! დღეს, ქართული ოცნების ლიდერებმა გადაგარჩინეს, კახა კალაძის თაოსნობით, რომელებსაც შეურაცხყოფას აყენებდით! დღეს, იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვდით და ბედი თქვენი სხვა ხელისუფლება რომ არ არის! დღეს საზარბაზნე ხორცებად მიგატოვეს თქვენმა ლიდერებმა! ყველა გაიპარა, როცა პოლიციის კორდონი გაკეთდა და უსაფრთხოდ იგრძენით თავი, მარტო კიკიმორა ზურაბიშვილი შემოგიგორეს!" - წერს დიმიტრი სამხარაძე. 
სრულად წაიკითხეთ სტატია