
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გორის “დილა” გახდა. დავით პეტრიაშვილი არენაზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში გორულმა კლუბმა საქართველოს თასის მფლობელი, “სპაერი” 2:0 დაამარცხა.
მატჩის დაწყებამდე, სამსაჯო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ ხათუნა მაისურაძეს სპეციალური პრიზი და სამახსოვრო მაისური გადასცა.
გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, გადამწყვეტი უპირატესობა “დილამ” მატჩის მიწურულს მოიპოვა. 86-ე წუთზე ანგარიში ჟოაო არაუჟომ გახსნა, საბოლოო ანგარიში კი, გრიგოლ ჩაბრაძემ დააფიქსირა 92-ე წუთზე.
თამაშის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. სუპერთასის მფლობელები სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დააჯილდოვა.
GFF.GE
ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა
28 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
“დილა” სუპერთასის პირველი ფინალისტია
2023 წლის სუპერთასის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება
2022 წლის საქართველოს სუპერთასს ქუთაისი უმასპინძლებს
“სპაერმა” “ტორპედო” დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს