საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, თოვლის და
ზვავსაშიშროების გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის კმ90-კმ100
(დიზი-ლახამულა) და კმ185-კმ192
(უშგული-ლასდილი)
მონაკვეთებზე, დროებით
იზღუდება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.საავტომობილო
გზის კმ30-კმ89 (ჯვარი-დიზი) და
კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული)
მონაკვეთებზე აკრძალულია
მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და M3
კატეგორიის 22-ზე მეტი
დასაჯდომი ადგილის
(მძღოლის ადგილის გარდა)
მქონე მგზავრთა
გადასაყვანად განკუთვნილი
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობა,
ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.საავტომობილო
გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი)
მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.