„ქართულმა ოცნებამ“
პრეზიდენტობის კანდიდატად
მიხეილ ყაველაშვილი
დაასახელა. პრეზიდენტს 14
დეკემბერს აირჩევენ, ხოლო
ინაუგურაცია 29 დეკემბერს
შედგება.მიხეილ
ყაველაშვილი საქართველოს
ეროვნული ნაკრების ყოფილი
თავდამსხმელია.კარიერის
განმავლობაში,
ყაველაშვილმა ითამაშა
როგორც ქართულ კლუბებში,
ასევე საერთაშორისო
გუნდებში.ყაველაშვილმა
კარიერა დაიწყო თბილისის
"დინამოში" და მოგვიანებით
თამაში უცხოურ კლუბებში
გააგრძელა. ყაველაშვილის
საფეხბურთო კარიერაში
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ
1995-1997 წლებში საფეხბურთო
კლუბ "მანჩესტერ სიტიში"
თამაშობდა. ყაველაშვილი
დაოჯახებულია და ცოლად
მომღერალ ლიზა
ბაგრატიონის და თამარ
ბაგრატიონი ჰყავს. წყვილს
სამი საერთო შვილი ჰყავთ:
მარიამ ყაველაშვილი 1996 წელს
ინგლისში, მანჩესტერში
დაიბადა, გურამი - 2001 წელს,
შვეიცარიაში, ციურიხში,
მესამე შვილი - ელისაბედ
ყაველაშვილი, 2013 წელს,
თბილისში დაიბადა. თამარ
ბაგრატიონს ჰყავს კიდევ
ერთი შვილი, პირველი
ქორწინებიდან - გიორგი
ივანიშვილი, რომელიც 1989
წელს, თბილისში
დაიბადა.მიხეილ
ყაველაშვილი შვილთან
ერთად. მიხეილ
ყაველაშვილმა
საკანონმდებლო ორგანოში 2016
წლიდან გადაინაცვლა. 2016–2020
წლებში იყო მეცხრე
მოწვევის პარლამენტის
წევრი საარჩევნო ბლოკიდან
„ქართული ოცნება —
დემოკრატიული საქართველო“
(თბილისის სანზონის
მაჟორიტარი), 2020 წლიდან კი,
საქართველოს მეათე
მოწვევის პარლამენტის
წევრი (თბილისის
ნაძალადევის მაჟორიტარი).
2022 წელს მიხეილ
ყაველაშვილმა, სოზარ
სუბართან და დიმიტრი
ხუნდაძესთან ერთად, დატოვა
„ქართული ოცნება“ და
გაერთიანდა პარტიაში
„ხალხის ძალა“. 2024 წლის 20
მარტიდან ის პარტია
„ხალხის ძალის“
პოლიტიკური მდივანია.