დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა უარყო „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ დასავლეთი უკრაინასთან რუსეთის ომში საქართველოს ჩათრევას და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობდა. „ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა მან და განმარტა, რომ ისინი უბრალოდ საქართველოს სთხოვდნენ სანქცირებული საქონლის მის ტერიტორიაზე დაუშვებლობასა და ფინანსური და საბანკო სანქციების აღსრულებას.
„რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის ის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, როგორც სატრანზიტო პუნქტი საბრძოლო პროდუქციისთვის“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ „დიდი ყურადღება“ უნდა დაუთმოს იმას, თუ რა პროდუქტები გადის მის ტერიტორიაზე, რათა უზრუნველყოს, რომ მათ შორის არ არის უკანონო ან საბრძოლო პროდუქცია.
„სურს საქართველოს, შეინარჩუნოს თავისი რეპუტაცია, როგორც ძალიან გამჭვირვალე და მაღალი ხარისხის ეკონომიკის მქონე, სუფთა ფინანსური ნაკადების მქონე ქვეყანამ თუ არა?“ – იკითხა ელჩი უორდმა და დასძინა: „იმიტომ, რომ რუსები ეცდებიან, გამოიყენონ ყველანაირი არხი – იქნება ეს საბანკო არხი თუ სხვა სავაჭრო არხები – ნავთობისა და გაზის პროდუქტების თუ ფულის გამოსატანად“. ელჩმა დასძინა, რომ საქართველოს, „ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანას სამეზობლოში“, სთხოვეს უზრუნველყოს, რომ რუსეთმა ვერ გაზარდის თავისი შემოსავლები.
„მე მქონია გარკვეული თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, მინახავს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან წლების განმავლობაში საბრძოლო ველზე გამოსაყენებელ საქონელთან დაკავშირებით. მაგრამ ეს უფრო ფართო საკითხია – უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ვერ შეძლებს ძირი გამოუთხაროს ჩვენს საბანკო სისტემებს მოგების მისაღებად და სამხედრო ძალისხმევის გასაგერძელებლად“, – განაცხადა ელჩმა.
ბრიტანეთის ელჩმა ეს განცხადება თბილისში 24 თებერვალს რონდელის ფონდში გამართულ დისკუსიაზე გააკეთა.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/01/2025 – დიდი ბრიტანეთის ელჩი სანქციების, დემოკრატიისა და საქართველოს ეკონომიკური მომავლის შესახებ
- 08/01/2025 – ქართული ოცნება გამოდის “დიფ სთეითისა”და „გლობალური ომის პარტიის” წინააღმდეგ, განავრცობს კონსპირაციულ თეორიებს
- 19/12/2024 – გაერთიანებული სამეფო ქართველ მაღალჩინოსნებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციებს უწესებს
- 13/08/2024 – გაერთიანებული სამეფოს ახალმა ელჩმა ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
- 08/08/2024 – “ომი გინდა?!” – მმართველი პარტიის კამპანია ქართველებს „ომის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ“ უბიძგებს