დიდი ბრიტანეთი ამ უკანონო ქმედებით ნამდვილად ჩრდილს აყენებს საკუთარ იმიჯს

News.ge 3 დღის წინ 6
დიდი ბრიტანეთი ამ უკანონო ქმედებით ნამდვილად ჩრდილს აყენებს საკუთარ იმიჯს

დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები ხუთ მაღალჩინოსანს დაუწესა:შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და კიდევ ოთხ პირს. სანქციები მოიცავს აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია რომ ეს პირები პასუხისმგებელი არიან საპროტესტო გამოსვლების დროს საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის არაპროპორციულ გამოყენებაზე,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ელჩმა უნდა განმარტოს თუ რის საფუძველზე იქნა მიღებული ეს არასწორი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ისინი ამართლებენ სახელმწიფო გადატრიალების იდეას, საპოლიციო ძალებისადმი დემონსტრანტების დაუმორჩილებლობას, ანუ ყველა იმ არაკანონიერ ქმედებას, რაც ქართულ სახელმწიფოში ხდება და რაც დიდ ბრიტანეთში მიუღებელია და დასჯადი.
„ დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები ხუთ მაღალჩინოსანს დაუწესა:შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და კიდევ ოთხ პირს.
სანქციები მოიცავს აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია რომ ეს პირები პასუხისმგებელი არიან საპროტესტო გამოსვლების დროს საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის არაპროპორციულ გამოყენებაზე.
როგორც სამართალმცოდნეს მაქვს კითხვა – რა კრიტერიუმით შეფასდა სახელმწიფოს მიერ არამშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენება?!
მართებულია პირიქით დავსვათ საკითხი- არამშვიდობიანი დემონსტრანტები იყენებდნენ საპოლიციო ძალების მიმართ არაპროპორციულ ძალას, როცა მშვიდად მდგარი საპოლიციო ძალების მისამართით ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, პიროტექნიკას პირდაპირი დამიზნებით და არაერთ ბლაგვ საგანას. ეს ჩანს მათ შორის პოლიტიკურად მიკერძოებული მედია საშუალებების მიერ გადაღებულ კადრებშიც.
ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში საპოლიციო ძალებისადმი დაუმორჩილებლობა მკაცრად ისჯება და არამშვიდობიანი პროტესტის დაშლის მეთოდები არის ძალიან მკაცრი.
კეთილი ინებოს დიდი ბრიტანეთის ელჩმა და განმარტოს რის საფუძველზე იქნა მიღებული ეს არასწორი გადაწყვეტილება.
წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ისინი ამართლებენ სახელმწიფო
გადატრიალების იდეას, საპოლიციო ძალებისადმი დემონსტრანტების
დაუმორჩილებლობას, ანუ ყველა იმ არაკანონიერ ქმედებას რაც ქართულ სახელმწიფოში ხდება და რაც დიდ ბრიტანეთში მიუღებელია და არის დასჯადი.
მინაწერი: ამ სანქციების დაწესებით
შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, სულხან თამაზაშვილს, მილერი ლაგაზაურს, ზვიად ხარაზიშვილსა და ალექსანდრე დარახველიძეს ნამდვილად არაფერი დააკლდებათ, მაგრამ დიდი ბრიტანეთი ამ უკანონო ქმედებით ნამდვილად ჩრდილს აყენებს საკუთარ იმიჯს,“- წერს მეგრელიშვილი.

სრულად წაიკითხეთ სტატია