7 თვე თვითმმართველობის
არჩევნებამდე -
საპარლამენტო
უმრავლესობაში ოპონენტებს
ურჩევენ, ოქტომბრის
თვითმმართველობის
არჩევნებისთვის
მოემზადონ. მმართველ
გუნდში დარწმუნებულები
არიან, რომ ოპოზიციის
ნაბიჯები გარე ძალების
მითითებებზე იქნება
დამოკიდებული.პარლამენტის
თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე, თენგიზ
შარმანაშვილი ამბობს, რომ
ოპოზიციას დირექტივა
ჯერჯერობით მოსული არ აქვს,
შესაბამისად, ახლა
თავისუფლად გამოთქვამენ
აზრს."ეს ნიშნავს იმას, რომ
საბოლოო დირექტივა იქიდან
მოსული არ არის და
ჯერჯერობით, თავისუფლად
გამოთქვამენ თავის აზრებს.
მერე ეს დირექტივა რომ
მოუვათ, როგორც
წარმოუდგენელი იყო
გვარამიასა და
ზურაბიშვილის ერთად
დადგომა, ისე
წარმოუდგენლად რაც
გეჩვენებათ ახლა,
წარმოსადგენი იქნება, თუ
ასეთი დირექტივა მოვა. ჩვენ
შიდა პოლიტიკურ პროცესთან
არ გვაქვს საქმე, ეს არის
სადღაც მომწიფებული
აზრები, რომელსაც მერე ამათ
არაფერს არ ეკითხებიან,
ჩამოუვათ დირექტივა და
ეტყვიან - ახლა იქნებით შენ
და შენ ერთად, ახლა მიიღებთ
მონაწილეობას აქ ან
გამოაცხადებთ ბოიკოტს.
ასეთი წესით მუშაობს "დიფ
სთეითი". რა თქმა უნდა, დიდ
ქვეყნებს პატარა
ქვეყნების მიმართ რაღაც
ინტერესი აქვთ, მაგრამ
როდესაც ეს ინტერესი
ხორციელდება რევოლუციური
პროცესის ჩანერგვით,
როდესაც ხორციელდება
დესტრუქციული ელემენტების
დაფინანსებით, რათა
ქვეყანაში არეულობა და
საომარი სიტუაციები
შეიტანონ, რა თქმა უნდა, ეს
ყოვლად წარმოუდგენელია," -
აცხადებს თენგიზ
შარმანაშვილი.