ყველაზე დიდ ეჭვს ბადებს
ალან ბერსეს შეხვედრა
ბიძინა ივანიშვილთან,
რომელზეც მას არანაირი
საჯარო ინფორმაცია არ
გაუვრცელებია, – ამის
შესახებ კოალიცია
„ერთიანობა-ნაციონალური
მოძრაობის“ ერთ-ერთმა
ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ
განაცხადა.მისი თქმით,
ევროპის საბჭოს გენერალურ
მდივანს ამაზე დამატებითი
განმარტებების გაკეთება
მოუწევს.„თვითმარქვია
რეჟიმს ყველა კოვზი
ნაცარში ჩაუვარდა, რომ ამ
პიროვნების ვიზიტი
ლეგიტიმაციის ცნობისთვის
გამოეყენებინა. ეს არის
ძალიან მნიშვნელოვანი.
რეჟიმი, რომელიც ამ ეტაპზე
საქართველოს მართავს, დღეს
არავის მიერ არ არის
აღიარებული. რაც შეეხება ამ
ადამიანის განცხადებებს,
აბსოლუტურად აცდენილია
რეალობას, პირდაპირ მინდა
ვთქვა. აქ საუბარი არის
ადამიანის უფლებების
მასობრივ დარღვევაზე,
წამებაზე და არაადამიანურ
მოპყრობაზე. საუბარია
სისხლის სამართლით
დაკავებული ადამიანების
დაუყოვნებლივ და უპირობო
განთავისუფლებაზე,
რომელზეც დამცინავად
უპასუხა ამ ადამიანს
თვითმარქვია ირაკლი
კობახიძემ და მესამე,
ყველაზე დიდ ეჭვს ბადებს
მისი შეხვედრა
ივანიშვილთან, რომელზეც
არანაირი საჯარო
ინფორმაცია არ გაავრცელა“,
– განაცხადა გიორგი
ვაშაძემ.მისი თქმით,
პრეზიდენტი ემანუელ
მაკრონი ბიძინა
ივანიშვილს როდესაც
ესაუბრა, დეტალური
ინფორმაცია მიაწოდა
საზოგადოებას, თუ რაზე
ჰქონდა საუბარი და
კონკრეტულად რა პოზიციები
ჰქონდა.„ამ ადამიანის
სიჩუმე და ივანიშვილთან
საუბართან დაკავშირებით
კონკრეტული კითხვების
იგნორირება ეჭვს ბადებს.
ამიტომ, მას მოუწევს ამაზე
დამატებითი განმარტებების
გაკეთება. დარწმუნებული
ვარ, როგორც ევროსაბჭოს
მექანიზმებთან, ასევე იმ
სხვა მექანიზმებთან
მიმართებაში, რაც
აუცილებლად ჩაერთვება და
ამოქმედდება, მოვითხოვთ,
რომ დეტალური ინფორმაცია
მიაწოდოს საზოგადოებას
რეჟიმის მთავარ ავტორთან
რაზე ჰქონდა საუბარი. მას
არ აქვს არანაირი უფლება
დამალოს შეხვედრის
შინაარსი და იგნორირება
გაუკეთოს ამ ფაქტს, ეს არის
რეალობა, რასაც მან
აუცილებლად უნდა
გაუსწოროს თვალი“, –
განაცხადა გიორგი
ვაშაძემ.მისი თქმით, ორ
საკითხზე უნდა იყოს
ჩართულობა: დაუყოვნებლივ
განთავისუფლდეს ყველა
პოლიტიკური პატიმარი, მათ
შორის სისხლის სამართლის
მუხლით უკანონოდ
დაკავებული პატრიოტები და
დაინიშნოს ახალი
არჩევნები.„ივანიშვილის
მილევად სანქცირებულ
რეჟიმთან სხვა
განსახილველი არაფერი
გვაქვს და გაგვაჩნია. ეს
მკაფიო პასუხი მან მიიღო
უშუალოდ შეხვედრაზე. იმ
შეხვედრაზე ამიტომ მივედი,
რომ მერე არ ეთქვა,
ოპოზიციასთან არ გვქონდა
შეხვედრა და არ ვიცოდი ეს
პოზიციაო. რაც შეეხება მის
მიერ გაჟღერებულ
პოზიციებს, იქნება ეს
რუსული კანონი, თუ სხვა
საკითხები, სამწუხაროდ ამ
ადამიანს ამ შეხვედრაზე
არც კი უხსენებია ეს თემები
და უცებ ასე, საჯარო
სივრციდან გავიგეთ ამ
თემებთან დაკავშირებით. აქ
არ დგას საკითხი რუსულ
კანონზე, აქ დგას საკითხი
ძალაუფლების მიტაცებაზე,
არაადამიანურ მოპყრობაზე,
რომელსაც სჭირდება მკაცრი
რეაგირება. ვერ აუარა
გვერდი საკითხს, რომ
წამების კომიტეტს მოუწევს
დამატებით საქართველოში
ჩამოსვლა, რომ წამების ეს
ფაქტები შეისწავლოს“, –
განაცხადა გიორგი ვაშაძემ.