"დემოკრატიისთვის ბრძოლიდან" ბიზნეს პროექტამდე - გიორგი ჩუგოშვილი Freebusiness.ge ხელმომწერებს სთხოვს, ყოველ თვე გარკვეული თანხა ჩაურიცხონ

Primetime.ge 2 თვის წინ 56
"დემოკრატიისთვის ბრძოლიდან" ბიზნეს პროექტამდე - გიორგი ჩუგოშვილი Freebusiness.ge ხელმომწერებს სთხოვს, ყოველ თვე გარკვეული თანხა ჩაურიცხონ
Freebusiness.ge-ის ახალი ფუნქცია დაემატა.  როგორც პლატფორმის დამფუძნებლები აცხადებენ Freebusiness.ge-ის ემატება Freedonation.ge-ის ფუნქცია.მათივე განცხადებით, ეს გარკვეულწილად დაფინანსების პლატფორმა იქნება, საიდანაც პროტესტში  მყოფი ადამიანების სხვადასხვა საჭიროებები დაფინანსდება.გიორგი ჩუგოშვილის თქმით,  დემოკრატიისთვის ბრძოლა და ამისთვის გარკვეული ფინანსების გაღება  საზოგადოების ვალდებულებაა და შესაბამისად მისი პლატფორმის ხელმომწერებს ფაქტობრივად გადასახადის გადახდაც დააკისრა.„200 000-მდე ადამიანი თუ იღებს აქტიურად საპროტესტო გამოსვლებში, თითოეულმა თვეში 20 ლარიც რომ გაიღოს, ეს არის 4 მლნ ლარი, რომელსაც ძალიან ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია. ეს დემოკრატიისთვის გადასახადივით არის ჩემთვის, როგორც ყოველთვიურად ბიუჯეტში გადასახადებს ვიხდით, ისე ფონდებში რაღაც თანხაც უნდა ჩავრიცხო“,- აცხადებს გიორგი ჩუგოშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია