დევნილთა, ეკომიგრანტთა და
საარსებო წყაროებით
უზრუნველყოფის სააგენტომ
„სასათბურე მეურნეობის
მხარდაჭერის საგრანტო
პროგრამის“ ფარგლებში,
იძულებით გადაადგილებული
პირების განაცხადების
მიღება დაიწყო.პროგრამის
მიზანს დევნილებისა და
განსახლებული
ეკომიგრანტების
სასოფლო-სამეურნეო
ინიციატივების მხარდაჭერა
წარმოადგენს.საგრანტო
პროგრამაში გამარჯვებული
დევნილებისა და
ეკომიგრანტების
საკუთრებაში არსებულ
საკარმიდამო მიწის
ნაკვეთებზე სათბურები
მოეწყობა. ჯამში, 50-მდე
პროექტი
დაფინანსდება.პროგრამაში
მონაწილეობა, მთელი
ქვეყნის მასშტაბით,
მცხოვრებ იძულებით
გადაადგილებულ პირებს
შეუძლიათ, რომლებსაც 2 ან
მეტი არასრულწლოვანი
შვილი ჰყავთ.პროგრამაში
მონაწილეობის მსურველი
დევნილებისა და
ეკომიგრანტების საგრანტო
განაცხადების მიღება 10
თებერვლის ჩათვლით
გაგრძელდება.განაცხადებისააგენტოსა
და მის ტერიტორიულ
სამმართველოებში
მიიღება:ქ. თბილისი,
თამარაშვილის ქ.N15ა;ქ. გორი,
სამების ქ.N1;ქ. რუსთავი, ი.
ცურტაველის ქ.N5ა;ქ. ზუგდიდი,
დ. აღმაშენებლის ქ.N106;ქ.
ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ.
N27.