დედების მენტალური ჯანმრთელობა გაუარესებულია - კვლევა

Primetime.ge 6 საათი წინ 11
დედების მენტალური ჯანმრთელობა გაუარესებულია - კვლევა
 JAMA-ს (ამერიკის სამედიცინო ასოციაციის გამოცემა) შიდა მედიცინის კვლევის მიხედვით, 2023 წლის ეროვნულ გამოკითხვაში 2016 წელთან შედარებით უფრო მეტი ამერიკელი დედა საუბრობს გაუარესებულ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ მათი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.27 მაისს, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის გამოცემამ ახალი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. კვლევის მიზანი იყო შეესწავლა ის ეროვნული ტენდენცია, რაც დედების თვითშეფასების საფუძველზე მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებობს.ბავშვთა ჯანმრთელობის ეროვნული კვლევის (National Survey of Children’s Health) მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა გააანალიზეს იმ 198,000 დედის თვითშეფასებული ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები, რომლებსაც 17 წლის ან უფრო პატარა ასაკის შვილები ჰყავთ. 2023 წელს, "ჩემი მენტალური ჯანმრთელობა ძალიან კარგია" — თქვა კვლევაში მონაწილე დედების 26%-მა, იგივე პასუხი 2016 წელს დედების 38%-ს ჰქონდა. 2023 წელს "ჩემი მენტალური ჯანმრთელობა კარგია" — დააფიქსირა კვლევაში მონაწილე დედების 19%-მა, იგივე პასუხი 2016 წელს დედების 26%-ს ჰქონდა. საშუალო და არადამაკმაყოფილებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის პროცენტული წილი 2016 წელს დაფიქსირებული 5.5%-დან 2023 წელს 8.5%-მდე გაიზარდა. თვითშეფასებებში ყველა სოციო-დემოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელი მიუთითებს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებაზე. თუმცა, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა იმ დედების შემთხვევაში, რომლებიც დაიბადნენ შეერთებულ შტატებში, არიან მარტოხელები, არ აქვთ განათლება და რომელთა შვილებიც სარგებლობენ სახელმწიფო დაზღვევით ან საერთოდ არ აქვთ დაზღვევა.კვლევის მიხედვით, მშობლის არადამაკმაყოფილებელია ფსიქიკურმა ჯანმრთელობამ შესაძლოა მომდევნო თაობებზეც იქონიოს გავლენა, მათ შორის არსებობს რთული მშობიარობისა და ბავშვის განვითარების შეფერხების მაღალი რისკი.კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ჯეიმი დაუ, პრესრელიზში ამბობს, რომ დედის არამდგრად ემოციურ მდგომარეობას განსაკუთრებულად ხანგრძლივი ეფექტი აქვს ბავშვზე. ამის პირდაპირი შედეგი არის ზემოქმედება ბავშვის განვითარებაზე. მეორე მხრივ, მისი ირიბი გამოვლინება არის იმგვარი თანმხლები რისკების არსებობა, როგორიცაა მშობლის ნარკოტიკზე ან/და ალკოჰოლზე დამოკიდებულება და არახელსაყრელი საცხოვრებელი პირობები."ჩვენი კვლევის შედეგები დედების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების მზარდ ტენდენციას გამოკვეთს როგორც იმ მთავარ პრობლემას, რომლისკენაც შეერთებულმა შტატებმა უნდა მიმართოს მთელი ძალისხმევა, რათა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს" — თქვა დაუმ, კოლუმბიის მეილმენის უნივერსიტეტის საჯარო ჯანდაცვის ფაკულტეტის ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის ასისტენტ-პროფესორმა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია