დე ლაურენტისმა იანვრის პირველი ტრანსფერი დაგეგმა – კონტე თანახმაა

News.ge 1 კვირა წინ 24
დე ლაურენტისმა იანვრის პირველი ტრანსფერი დაგეგმა – კონტე თანახმაა

“ნაპოლის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ემპოლის” ნახევარმცველის, იაკოპო ფაცინის შეძენა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერის ინიციატორი სწორედ “პარტენოპეის” პრეზიდენტია, თუმცა 21 წლის ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგ არც გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა.
გამოცემის ინფორმაციით, “ნაპოლის” ფაცინის შეძენა დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება.
შეგახსენებთ, იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ “პარტენოპეი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალურ მცველსაც შეიძენს.

სრულად წაიკითხეთ სტატია