დე­და­ჩემ­მა ბევ­რი იშ­რო­მა, რომ მე იქ არა­ფე­რი მომ­კლე­ბო­და”- ვინ არის 20 წლის გოგონა, რომელმაც განთავისუფლების შესახებ დეფილეზე შეიტყო

Newpost24 4 დღის წინ 4
დე­და­ჩემ­მა ბევ­რი იშ­რო­მა, რომ მე იქ არა­ფე­რი მომ­კლე­ბო­და”- ვინ არის 20 წლის გოგონა, რომელმაც განთავისუფლების შესახებ დეფილეზე შეიტყო

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლში საკმაოდ პოპულარულია პა­ტი­მა­რი გო­გო­ნას ვი­დე­ო, რო­მე­ლიც პირ­და­პირ დე­ფი­ლე­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გუ­შინ პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქალ­მა მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა ტან­საც­მლის მო­დე­ლე­ბი და ხელ­ნა­კე­თი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შექ­მნეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ჟი­უ­რის წევ­რებს პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­დე­ლებ­თან ერ­თად, თა­ვა­დაც წა­რუდ­გი­ნეს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფი­ნა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩვე­ნე­ბის და­სას­რულს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე მსჯავ­რდე­ბუ­ლი, “ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

რო­გორც გაირკვა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი 20 წლის მა­რი­კო ნო­ზა­ძეა. მას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე 2 წელი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. რის გამო იყო გო­გო­ნა პა­ტიმ­რო­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია და ამა­ზე არც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­უბ­რობს.

მა­რი­კო ნო­ზა­ძე დღეს “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” სტუ­მა­რი იყო.

“მად­ლო­ბა ყვე­ლას, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, ჩემს ოჯახს, რო­მე­ლიც გვერ­დში მედგნენ. რთუ­ლია, როცა ოჯახს მსჯავ­რდე­ბუ­ლი ჰყავს, მისი რჩე­ნა დიდ თან­ხას მო­ი­თხოვს, დე­და­ჩემ­მა ბევ­რი იშ­რო­მა, რომ მე იქ არა­ფე­რი მომ­კლე­ბო­და. ამის გამო დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი დე­და­ჩემს.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი დიდი მაქვს. პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­ვის­წავ­ლე ვებ-დი­ზა­ი­ნი. მინ­და სამ­სა­ხუ­რი ვი­შო­ვო, ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია. შეც­დო­მებს ყვე­ლა ვუშ­ვებთ, ამის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა, მთა­ვა­რია პა­ტი­ე­ბა ვის­წავ­ლოთ. ძა­ლი­ან ვღე­ლავ როცა ამა­ზე ვსა­უბ­რობ.

ქალ­ბა­ტონ ნა­თი­ას (გუ­შინ­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი) ვე­უბ­ნე­ბო­დი, როცა ცი­ხე­ში შეხ­ვალთ მეც შე­მი­ყო­ლოს, მე­ნატ­რე­ბი­ან ყვე­ლა. ყვე­ლას იგი­ვეს გან­ცდას ვუ­სურ­ვებ, რაც მე გან­ვი­ცა­დე. იმე­დია მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა. ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ” – ამ­ბობს ნო­ზა­ძე.

სრულად წაიკითხეთ სტატია