„რეგიონებში უკვე და
თბილისის მასშტაბით, მათ
აქვთ გაცემული დავალება,
დაწყებულია ე.წ. საარჩევნო
სპეციალისტების ტრენინგი,
სადაც საარჩევნო
სპეციალისტები „ქართული
ოცნების“ წევრები, შტაბის
წარმომადგენლები, გადიან
ტრენინგს არა
თვითმმართველობის, არამედ
საპარლამენტო არჩევნების
მომზადების ნაწილში,
საპარლამენტოს პლუს
თვითმმართველობა“ - ამის
შესახებ „ლელო - ძლიერი
საქართველოს" გენერალურმა
მდივანმა ირაკლი კუპრაძემ
„ღამის კურიერის“ ეთერში
განაცხადა.ირაკლი
კუპრაძის მტკიცებით,
ხელისუფლება ვადამდელი
არჩევნებისთვის
ემზადება.„მე მახსოვს
უამრავი განცხადება
ხელისუფლების მხრიდან,
სადაც ამბობდნენ, რომ
"რუსულ კანონს არ
გავიწვევთ; ამას არ
გავაკეთებთ; არ
გავათავისუფლებთ იქ
პოლიტიკურ პატიმარს“ და
ა.შ. ყოველთვის ეს
გადაწყვეტილებები
იცვლებოდა ბოლო მომენტში.
მათი მთავარი დასაყრდენი
არის, რომ პროპაგანდით
ასულდგმულონ და
საზოგადოება შეიყვანონ
შეცდომაში, რომ "მოდით, ჯერ
შეგვიძლია მყარად ვიდგეთ"
და თუ გაქაჩავენ, რა დროსაც
მოიგებენ ამ დროის
გაწელვის პროცესში
არიან.ჩემი ინფორმაცია
ეყრდნობა ძალიან მარტივ
მოცემულობას. მე
დარწმუნებით ვიცი, რომ
რეგიონებში უკვე და
თბილისის მასშტაბით, მათ
აქვთ გაცემული დავალება,
დაწყებულია ე.წ. საარჩევნო
სპეციალისტების ტრენინგი,
სადაც საარჩევნო
სპეციალისტები "ქართული
ოცნების" წევრები, შტაბის
წარმომადგენლები, გადიან
ტრენინგს არა
თვითმმართველობის, არამედ
საპარლამენტო არჩევნების
მომზადების ნაწილში,
საპარლამენტოს პლუს
თვითმმართველობა.ეს
დამოკიდებულია იმაზე, რომ
მათ აქვთ მოლოდინი, რომ ამ
ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ,
წინასწარ ემზადებიან, რაც
მათი მხრიდან სწორია, რომ
მოემზადონ ამ
გადაწყვეტილებისთვის;
მეორე უკვე ჩვენზეა
დამოკიდებული, რომ თუ არ
დავყრით ფარ-ხმალს,
გავაგრძელებთ
წინააღმდეგობას,
შეუძლებელია ამ
ტურბულენციის პირობებში
ხელისუფლებამ შეძლოს
მართვა, იმიტომ, რომ რაც არ
უნდა იძახონ ერთპარტიული
პარლამენტი;
ბოიკოტირებული
მუნიციპალური არჩევნები;
რეპრესიები საჯარო
უწყებებში,
საზოგადოებრივი
მაუწყებლიდან
გათავისუფლებული ნინო
ზაუტაშვილი და ვასილი
ივანოვ-ჩიქოვანი, ეს ხომ
მარკერია იმის, თუ რა ხდება
ქვეყანაში“, - განაცხადა
ირაკლი კუპრაძემ.