"დაწერილია ათობით საჩივარი, რომელიც მძიმე დარღვევებს ეხება" - ანა ნაცვლიშვილი

Primetime.ge 5 თვის წინ 30
"დაწერილია ათობით საჩივარი, რომელიც მძიმე დარღვევებს ეხება" - ანა ნაცვლიშვილი
დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების ბრალდებებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ამ თემაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ.შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მეორდება 2020 წლის სცენარი, რომელშიც ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და გარე აქტორები მონაწილეობენ. ბრალდებებს არ იზიარებენ იმ პარტიებში, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ დარღვევებთან დაკავშირებით აქვთ უტყუარი მტკიცებულებები და ითხოვენ, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება.კოალიციის ”ძლიერი საქართველო” ერთ-ერთი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "ათობით საჩივარია" დარღვევებთან დაკავშირებით."დაწერილია ათობით საჩივარი, რომელიც ეხება მძიმე დარღვევებს; ორი ბიულეტენის გაცემა ერთ ადამიანზე, მარკირების წესის დარღვევა, სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის ფაქტი და ა.შ,"- აცხადებს ნაცვლიშვილი.პლატფორმის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” ერთ-ერთი წარმომადგენელი თამარ კორძაია აცხადებს, რომ საერთაშორისო გამოძიება აუცილებელია."ჩვენ მოვითხოვეთ საერთაშორისო აუდიტი და გამოძიება. მე ვეყრდნობი ჩვენს მონაცემებს, არასამთავრობოებიც მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. დღეს შეგვაქვს საჩივრები ყველა ოლქში, სადაც ნახავთ, რა მტკიცებულებებიც გვაქვს," - აცხადებს კორძაია.
სრულად წაიკითხეთ სტატია