დაჩი გრძელიშვილი: ხელოვნურ ინტელექტს ვკითხე, კიდევ ვის აქვს მსოფლიოში, საარჩენო ადმინისტრაციაში იარაღის ტარების უფლება მეთქი. ნამდვილად ეს გაინტერესებსო?

News.ge 1 დღე წინ 15
დაჩი გრძელიშვილი: ხელოვნურ ინტელექტს ვკითხე, კიდევ ვის აქვს მსოფლიოში, საარჩენო ადმინისტრაციაში იარაღის ტარების უფლება მეთქი. ნამდვილად ეს გაინტერესებსო?
“ჩემი ცოდნა და გონება ვერ გაწვდა ამ ამბავს და ხელოვნურ ინტელექტს ვკითხე, კიდევ ვის აქვს მსოფლიოში, საარჩენო ადმინისტრაციაში იარაღის ტარების უფლება მეთქი. ნამდვილად ეს გაინტერესებსო? ხო არაფერი გეშლებაო? ბოლოს მომწერა: ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საარჩევნო კომისიის წევრების მიერ იარაღის ტარების უფლება, როგორც წესი, არ არის გავრცელებული პრაქტიკა. საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები, ხოლო კომისიის წევრები არ ატარებენ იარაღს.
მეთქი კაი, მოდი აფრიკაში ნახე. მომწერა: აფრიკის კონტინენტზე საარჩევნო კომისიის წევრების მიერ იარაღის ტარების უფლება, როგორც წესი, არ არის გავრცელებული პრაქტიკა. საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები, ხოლო კომისიის წევრები, როგორც წესი, არ ატარებენ იარაღს.
არაბულ ქვეყნებში? – არაბულ ქვეყნებში საარჩევნო კომისიის წევრების მიერ იარაღის ტარების უფლება, როგორც წესი, არ არის გავრცელებული პრაქტიკა. საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები, ხოლო კომისიის წევრები, როგორც წესი, არ ატარებენ იარაღს.
ბოლოს, ძალიან რომ შევუკიკნე, “განმანათლა” – საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ შესაბამისმა უსაფრთხოების სტრუქტურებმა, ხოლო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა დარჩნენ ნეიტრალურ და არაიარაღიან პირებად, რათა შეინარჩუნონ პროცესის სამოქალაქო ხასიათი და ნდობა,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი.
ცნობისათვის, ს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ. პირებს, რომელთაც „იარაღის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ, ცესკოს წევრები ემატება.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, , თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია