სან დიეგოს უნივერსიტეტი
სამწუხარო ინფორმაციას
ავრცელებს.„ღრმა
მწუხარებით ვიუწყებით, რომ
ლუკა ფანჩულიძე, სან დიეგოს
სახელმწიფო უნივერსიტეტის
კომპიუტერული ინჟინერიის
სტუდენტი, გუშინ საღამოს
უბედური შემთხვევის
შედეგად გარდაიცვალა.სან
დიეგოს სახელმწიფო
უნივერსიტეტი,
ადმინისტრაციისა და
სტუდენტების სახელით,
გულწრფელ თანაგრძნობას
უცხადებს ლუკას ოჯახსა და
ახლობლებს.ლუკა იყო ჩვენი
უნივერსიტეტის ერთ-ერთი
გამორჩეული სტუდენტი,
რომელმაც თავისი შრომით,
მონდომებითა და სითბოთი
ყველას დაუტოვა
დაუვიწყარი მოგონებები. ის
ყოველთვის დარჩება ჩვენს
გულებში, როგორც
შთაგონების წყარო და
სანიმუშო
ახალგაზრდა.გისამძიმრებთ
და ვილოცებთ ლუკას
სულისათვის, - წერია
ინფორმაციაში