სურსათის უვნებლობის
სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა
საუბრობს, რამდენად
სახიფათოა ბავშვებისთვის
გამაგრილებელი სასმელი
„სლაში“:„ძალიან ვწუხვარ,
რომ ე.წ. „სლაში“ ძალიან
პოპულარული სასმელია. იცით,
რომ ცოტა ხნის წინ
შემთხვევა მოხდა — ბავშვს
პირდაპირ ინტოქსიკაცია
დაემართა ადგილზე, სწორედ
ამ „სლაშის“ მიღების
შემდეგ.ამ ფაქტის გამო
დუბლინის უნივერსიტეტის
კოლეჯმა კვლევა ჩაატარა: 21
შემთხვევა გამოიკვლიეს იმ
ბავშვების, რომელთაც
„სლაშის“ მიღების შემდეგ
მომენტალურად დასჭირდათ
ჰოსპიტალიზაცია. დადგინდა,
რომ სასმელი უარყოფით
გავლენას ახდენს ბავშვთა
ჯანმრთელობაზე — სისხლში
მკვეთრად ეცემა შაქრის
დონე, რამაც შესაძლოა
გამოიწვიოს გონების
დაკარგვა და, მათ შორის,
კრუნჩხვებიც.მთავარი
მიზეზი გლიცეროლია —
ხელოვნური დამატკბობელი,
რომელიც ასევე ასრულებს
ფუნქციას, რომ სასმელი
ნახევრად გაყინულ
მდგომარეობაში
შენარჩუნდეს...“, - ამბობს
მარიამ ჩაჩუა.