არასამთავრობო
ორგანიზაციებს გრანტებს
თუ მისცემენ, რომლებიც
საზოგადოებისთვის
საინტერესო და
მნიშვნელოვან პროექტებს
განახორციელებენ, თურმე ეს
მათი დუმილის მოსყიდვაა. რა
სისულელეა. დუმილს
ვერცერთი რესურსით ვერ
იყიდი, – ამის შესახებ
პარლამენტის პირველმა
ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ
განაცხადა.ვოლსკიმ
აღნიშნული კომენტარი
გააკეთა იმ
გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებით, რომლის
მიხედვითაც, მთავრობა
შექმნის ფონდს
საზოგადოებრივი
ორგანიზაციების
ინიციატივების
დასაფინანსებლად,
რისთვისაც ცვლილებები
შედის „გრანტების
შესახებ“
კანონში.„რასაკვირველია,
ეს დაფინანსება არ იქნება
იმ არასამთავრობო
ორგანიზაციებისთვის,
რომლებიც პარტიულ
საქმიანობაში არიან
ჩართული და მხოლოდ ამ
საქმიანობის კუთხით
მოღვაწეობენ, ქვეყნის
ჩართვა უნდათ ხან ომში და
ხან რევოლუციურ
პროცესებში. ვერანაირი
ფონდი ვერ დააფინანსებს
ისეთ ორგანიზაციას,
რომელიც მიზნად ისახავს
ამოცანას, სიცრუის
ორგანიზება მოხდეს. ეს
ნარატივი მას შემდეგ
შეიცვალა, რაც ამერიკის
ახალმა ადმინისტრაციამ
გამოავლინა მთელი რიგი
დანაშაულები
დაფინანსებებში. ზოგი ვერ
ხედავს, მსოფლიოში რა
პროცესები მიმდინარეობს
და საკუთარი ქვეყნის
წინააღმდეგ ბრძოლას ისევ
აპირებენ. არ შეიძლება,
ფონდი ისეთ ღონისძიებას
აფინანსებდეს, რომელიც
მიმართულია იმისაკენ, რომ
გარკვეული ჯგუფი
მომზადდეს, ვინც უკეთ
ისვრის „მოლოტოვის
კოქტეილს“. ამ ქვეყანაში
დუმილი არ არსებობს და
თავისუფლებაა იმისგან
განსხვავებით, რაც 2012
წლამდე გვქონდა“, –
განაცხადა გია ვოლსკიმ.