„დაუჯერებელია, რომ ამის თქმა გვიწევს...“ - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

Primetime.ge 4 საათი წინ 4
„დაუჯერებელია, რომ ამის თქმა გვიწევს...“ - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:„დაუჯერებელია, რომ ამის თქმა გვიწევს... დღეს ჩვენგან წავიდა და სამუდამო სამყოფელში გადაინაცვლა ჩვენმა მეგობარმა და თანამშრომელმა, კობა ქიმაძემ. ახალგაზრდა, ენერგიულმა, უკიდურესად მოწესრიგებულმა, პასუხისმგებლიანმა და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა.ბატონი კობა 2019 წლიდან დღემდე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა და ამ ხნის მანძილზე, დაკავებული იყო მხოლოდ საქმით, სიახლეებით, განსახორციელებელი პროექტებით, გეგმებით, საჩხერეზე ზრუნვით...შეგვძრა მისმა წასვლამ, დიდია ტკივილი და ძალიან ბევრი სასაუბრო, რომლის საშუალებასაც ყოველთვის მოგვცემს მისი აწ უკვე წარსული ცხოვრება და ჩვენთან, თითოეულ მათგანთან ურთიერთობები...თანავუგრძნობთ და სამძიმარს ვუცხადებთ მის მეუღლეს და შვილებს, მშობლებს, დას, მეგობრებს და ჩვენი თვითმმართველობის თანამშრომლებს.ღმერთმა აცხონოს ბატონი კობას სული და დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.
სრულად წაიკითხეთ სტატია