ექსპერტი ნინო ფოჩხუა
ტელეკომპანია „იმედის“
ექსკლუზივს ეხმიანება,
რომლის თანახმად, „აშშ-ის
საელჩო საქართველოში მათი
ქვეყნის მოქალაქეებს
სკანდალური შინაარსის
იმეილებს უგზავნის და
მოუწოდებს, გამოიჩინონ
სიფრთხილე და დააკვირდნენ
26 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებთან დაკავშირებით
ხალხის დიდი მასების
შესაძლო შეკრებას ან
პროტესტს
საქართველოში“.როგორც
ფოჩხუა აღნიშნავს,
შეადარონ მიტინგების
დაშლა საფრანგეთში,
ინგლისში, სხვა ევროპის
ქვეყნებში და
საქართველოში.ძალიან
სამწუხაროა ასეთი
ურთიერთობა იმ
ქვეყანასთან, რომელიც
მეგობრად გთვლით და
სტრატეგიულ
პარტნიორად.„სიფრთხილე
ამერიკაში წამსვლელებს
ესაჭიროება, დღე არ გავა
სკოლებში
უნივერსიტეტებში, ქუჩებში
სროლა და ძარცვა არ მოხდეს,
მაღაზიების დარბევებზე
აღარაფერს ვამბობ. სად
ხდება ჩვენს ქვეყანაში
მსგავსი რამ? მიტინგები და
შეკრებები ისე იმართება
ხიდან ფოთოლი არ ცვივა და
თუ პოლიცია აღკვეთს
შენობაში შეჭრას,
ვანდალიზმს და სახელმწიფო
ქონების დაზიანებას ეს
მისი კანონიერი
მოვალეობაა. შეადარონ
მიტინგების დაშლა
საფრანგეთში, ინგლისში,
სხვა ევროპის ქვეყნებში და
ჩვენთან. დაუმსახურებელ
შენიშვნას ჩვენი ხალხი არ
მიიღებს. ძალიან
სამწუხაროა ასეთი
ურთიერთობა იმ
ქვეყანასთან, რომელიც
მეგობრად გთვლით და
სტრატეგიულ პარტნიორად.“ -
წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.