საქსტატმა შეაჯამა გასული
წლის მე-4 კვარტლის
მონაცემები და წინა წლის
ანალოგიურ მონაცემებთან
შედარებით, დაქირავებულთა
რიცხოვნობა გაიზრდა 20 100
ადამიანით, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
დღევანდელ სხდომაზე
განაცხადა.მისივე თქმით,
ახალი სამუშაო ადგილების
შექმნა მთავრობის ერთ-ერთი
უმთავრესი პრიორიტეტი
იქნება.„რაც შეეხება
ეკონომიკას, დასაქმების
კუთხით გვაქვს ძალიან
კარგი მაჩვენებლები.
საქსტატმა შეაჯამა გასული
წლის მე-4 კვარტლის
მონაცემები და წინა წლის
ანალოგიურ მონაცემებთან
შედარებით, დაქირავებულთა
რიცხოვნობა გაიზრდა 20 100
ადამიანით, მიაღწია 978 500-ს ამ
მაჩვენებელმა. რაც შეეხება
თვითდასაქმებულთა
რიცხოვნობას, გაიზარდა 19 700
ადამიანით და მიაღწია 433 500-ს.
ამავე პერიოდში,
უმუშევართა რაოდენობა
შემცირდა 14 700-ით.
მთლიანობაში, გასული 3 წლის
განმავლობაში, დასაქმების
თვალსაზრისით, გვქონდა
ძალიან კარგი ზრდა.
დასაქმებულთა რაოდენობამ
მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის
რეკორდული მაჩვენებელი
დამოუკიდებელი
საქართველოს ისტორიაში და
მხოლოდ ბოლო 3 წლის
განმავლობაში დასაქმების
მაჩვენებელი გაიზარდა 195
000-ით. შესაბამისად, ჩვენი
ამბიციური მიზანი, რომ
მომდევნო 4 წლის
განმავლობაში 200 000 ახალი
სამუშაო ადგილი შევქმნათ
არის აბსოლუტურად
რეალისტური და მთავრობის
საქმიანობის ერთ-ერთი
უმთავრესი პრიორიტეტი
იქნება, სწორედ, ახალი
სამუშაო ადგილების
შექმნა,“- განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.