„დასავლეთ საქართველოში უფრო ადრე დაიწყებს ტემპერატურა კლებას...“ - სინოპტიკოსის გრძელვადიანი პროგნოზი

Primetime.ge 1 თვე წინ 30
„დასავლეთ საქართველოში უფრო ადრე დაიწყებს ტემპერატურა კლებას...“ - სინოპტიკოსის გრძელვადიანი პროგნოზი
სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 მარტიდან საქართველოში ამინდი იცვლება. დასავლეთ საქართველოში უფრო ადრე დაიწყებს ტემპერატურა კლებას, 19-20 მარტიდან კი აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარის გაძლიერება.დედაქალაქში 19 მარტიდან იწვიმებს. კვირის განმავლობაში მაღალმთიან რაიონებში თოვლიც არის მოსალოდნელი.როგორი ამინდი იქნება საქართველოში თვის განმავლობაში, -  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე "პრაიმტაიმთან" საუბრობს."ზოგადად, მარტის თვის მთლიანი პროგნოზი,  ნორმასთან შედარებით 2 გრადუსით მაღალია და ნალექები, ნორმაზე ნაკლებია. მარტი, ასეა თუ ისე მაინც ცვალებადია.17-18 მარტს, დასავლეთ საქართველოში, ველოდებით ნოტიო მასების შემოსვლას და ნალექიან ამინდს, შესაძლებელია იწვიმოს. მარტს როგორც ახასიათებს, ცვალებადი ამინდები იქნება რამდენიმე დღე.თვის ბოლოსკენ, ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს. დედაქალაქში, უნალექო და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი. მარტის ბოლოს გაზაფხული ძალაში შედის, ამიტომ თვის ბოლოსკენ, კიდევ უფრო საგრძნობი იქნება გაზაფხულის შემოსვლა",- ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია