„დარწმუნებული ვარ, ამ
ინვესტიციის ფარგლებში
ათასობით და ათიათასობით
სამუშაო ადგილი შეიქმნება,
კიდევ უფრო მეტად
გაძლიერდება ქართული
ეკონომიკა," - ამის შესახებ
აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარემ, თორნიკე
რიჟვაძემ განაცხადა, რითაც
დეველოპერული კომპანია Emaar
Properties/Eagle Hills-ის მიერ, თბილისსა
და ბათუმში 6 მილიარდი
დოლარის მოცულობის
ინვესტიციას ჩადებას
გამოეხმაურა.„განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, რომ ამ
ვიზიტის შედეგი გახლავთ ის
მრავალმილიარდიანი
ინვესტიცია, რომელიც
განხორციელდება თბილისსა
და აჭარაში, კერძოდ გონიოს
პოლიგონის განვითარების
კუთხით. ეს არის გლობალური
საინვესტიციო კომპანია,
რომელიც ახალ ბრენდს, ახალ
ტექნოლოგიებს შემოიტანს
ჩვენს ქვეყანაში.
დარწმუნებული ვარ, ამ
ინვესტიციის ფარგლებში
ათასობით და ათიათასობით
სამუშაო ადგილი შეიქმნება,
კიდევ უფრო მეტად
გაძლიერდება ქართული
ეკონომიკა“, - განაცხადა
თორნიკე
რიჟვაძემ.ცნობისთვის,
არაბთა გაერთიანებულ
საამიროებში საქართველოს
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი
კობახიძის ვიზიტის
ფარგლებში ხელი მოეწერა
მემორანდუმს, რომელიც
საქართველოში ექვსი
მილიარდი დოლარის
მოცულობის ინვესტიციის
განხორციელებას
ითვალისწინებს.