დარეგისტრირებულია ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით თარგმანი, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 3 საათი წინ 4
დარეგისტრირებულია ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით თარგმანი, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგი არის დარეგისტრირებული პარლამენტში და სწორედ მისი განხილვა იგეგმება.პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება აღნიშნული კანონპროექტის ქართულ სამართლებრივ სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანა.„ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არის საქართველოს კანონის პროექტი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, პაკეტი, არსი არის იმაში, რომ არის ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით, მძიმე-წერტილით თარგმანი. შემდეგ უკვე პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან. თუმცა ამით ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც ზოგიერთი შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდა ხოლმე ქართულ კანონებთან დაკავშირებით, ამით დასრულებულია. არის კანონპროექტი, რომელიც არის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი. ყველა სიტყვა, ყველა ტერმინი, ყველა მძიმე, ყველა წერტილი არის იდენტური აშშ-ში მოქმედი კანონისა და საზოგადოება, დაინტერესებული პირები ე.წ. თრექჩეინჯით შეუძლიათ, დააკვირდნენ, რა შეიცვლება ამ კანონში. ამიტომ, ნებისმიერი სპეკულაცია თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც რაიმე საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება. ამიტომ, გთხოვთ გადაწყვეტილებას, რომ გადავცეთ სამსჯელოდ უკვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და შესაბამისად უკვე მოხდება ამ კანონპროექტზე მსჯელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია