საქართველოს ბანკისა და
კომაროვის სკოლის STEM
ოლიმპიადაზე რეგისტრაცია
დაიწყო. პროექტში
მონაწილეობის მისაღებად,
სკოლებმა უნდა შეავსონ
განაცხადი ბმულზე.STEM
ოლიმპიადა საქართველოს
ბანკის სასკოლო
ოლიმპიადების პროექტის
ერთ-ერთი მიმართულებაა,
რომელიც მიზნად ისახავს
მოსწავლეებისთვის შექმნას
განათლების უფრო მეტი
შესაძლებლობა დებატების,
ინგლისური ენისა და STEM
მიმართულებით.საქართველოს
ბანკის სასკოლო
ოლიმპიადის სამივე
მიმართულება გუნდურ
შეჯიბრს მოიცავს, რომლის
ფარგლებშიც თითო გუნდი
თითო სკოლას წარადგენს.
მოსწავლეები ოლიმპიადებზე
საკუთარ ცოდნას ორ ეტაპად -
პირველ ტურში თეორიული,
ხოლო მეორე ტურში
პრაქტიკული დავალებებით
გამოცდიან.STEM ოლიმპიადაზე
რეგისტრაცია მიმდინარეობს
და 8 დეკემბერს დასრულდება.
დებატებისა და ინგლისურის
ოლიმპიადებზე კი
რეგისტრაცია გაზაფხულის
სემესტრში გამოცხადდება.STEM
ოლიმპიადაოლიმპიადაში
მონაწილეობის მიღება თითო
სკოლიდან ერთ გუნდს
შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის
5 მოსწავლისგან იქნება
დაკომპლექტებული.STEM
ოლიმპიადა ორ ტურად
ჩატარდება, პირველი ტურის
ფარგლებში მოსწავლეები
ინდივიდუალურად
შეასრულებენ ფიზიკისა და
მათემატიკის დავალებებს.
პირველი ტურის შედეგებზე
დაყრდნობით კი
გამოვლინდება 10 საუკეთესო
შედეგის მქონე გუნდი,
რომელიც მეორე ეტაპზე STEM
პროექტებზე გუნდურად,
ელექტრონული
კომპონენტების (Arduino-ს
ნაკრების) საშუალებით
იმუშავებს.საპრიზო
ადგილზე გასული გუნდები
სპეციალური პრიზებით
დაჯილდოვდებიან, ყველა
მოსწავლე კი სერტიფიკატს
მიიღებს.პროექტის
ფარგლებში, ფინალში
გადასული გუნდების
მოსწავლეები და მენტორები 3
თვის განმავლობაში
კონსულტაციებს გაივლიან
კომაროვის
პროფესიონალებთან
მიკროკონტროლერ Arduino-ს
დაპროგრამებისა და მისი
საშუალებით, STEM პროექტების
შესრულების
მიმართულებით.ინფორმაციისთვის,
ოლიმპიადა განკუთვნილია
მხოლოდ არა
ფიზიკა-მათემატიკური
სკოლებისთვის. ფიზიკა -
მათემატიკური სკოლის
გუნდებს მონაწილეობის
მიღება შეუძლიათ მხოლოდ
კონკურსგარეშე სტატუსით
(აღნიშნული სკოლის გუნდებს
ოლიმპიადის საორგანიზაციო
ჯგუფი გამოცდილების
მიღების მიზნით სთავაზობს
პირდაპირ ფინალურ ეტაპზე
მონაწილეობას, თუმცა მათი
შედეგები არ
გამოიანგარიშება და,
შესაბამისად, ფიზიკა -
მათემატიკური სკოლის
გუნდები საპრიზო ადგილებს
ვერ
დაიკავებენ);ინფორმაცია
პროექტის შესახებ:STEM
აბრევიატურაა, რომელიც
მეცნიერების,
ტექნოლოგიების,
ინჟინერიისა და
მათემატიკის
მიმართულებებს
აერთიანებს.STEM ოლიმპიადა
საქართველოს ბანკისა და
კომაროვის სკოლის
საგანმანათლებლო
პროექტია, რომელიც მიზნად
ისახავს, ხელი შეუწყოს
საქართველოში მცხოვრებ
მოსწავლეებში ზუსტი და
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების
პოპულარიზებასა და
მომავლის პროფესიების
განვითარებას, რისთვისაც
პროექტი უზრუნველყოფს STEM
მიმართულებით
დაინტერესებული
მოსწავლეების წახალისებას
სხვადასხვა პრიზებით და
მონაწილე სკოლების
მოსწავლეებისა და
მასწავლებლების
გადამზადებას სფეროს
ექსპერტების მიერ.