დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა

Primetime.ge 4 საათი წინ 13
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა.  პროექტი მაუწყებლობის სახეობებზე ახალი კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის დამატებას ითვალისწინებს.კანონპროექტი მომხსენებელმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ წარადგინა. მისი განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კულტურულ-შემოქმედებითი თემატიკით დატვირთული რადიომაუწყებლობის ფუნქციონირების აუცილებლობით.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის  განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, აღნიშნული მიზნების მისაღწევად, საჭირო  გახდა კანონში ცვლილებების განხორციელება“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.პროექტით წესრიგდება კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ფუნქციონირების ხელშეწყობის საკითხები, როგორიცაა: რადიომაუწყებლობის პროგრამების სახელმწიფო ენაზე განთავსება; ჩამოყალიბდება ლიცენზიის გაცემის და ავტორიზაციის ერთიანი წესი;  განისაზღვრება კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის დაფინანსების წესი და რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს განესაზღვრება სამაუწყებლო სიხშირეებით სარგებლობის წესი. ასევე, კულტურულ-შემოქმედებით რადიომაუწყებლობაში აიკრძალება ტელეშოპინგი.საკითხის განხილვის ამოწურვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტს.
სრულად წაიკითხეთ სტატია