ამ წუთებში
დაპირისპირებაა ბათუმში.
გავრცელებული ინფორმაციით
პოლიციამ ადგილიდან
განარიდა ელენე ხოშტარია
და გიორგი კირთაძე.აქციის
მონაწილეები
დაკავებულების
გათავისუფლებას ითხოვენ.
გუშინ კი შსს-ს
ინფორმაციით, ბათუმში
სამხარეო
ადმინისტრაციასთან
მიმდინარე აქციაზე
პოლიციელზე თავდასხმის
ბრალდებით, ""ბათუმელების""
დირექტორი მზია
ამაღლობელი დააკავეს.ის ამ
დრომდე დუმილის უფლებას
იყენებს. საგამოძიებო
უწყების ცნობით, პოლიციის
განყოფილებაში რჩება
კიდევ 8 პირი, რომლებსაც
სამართალდამცველისადმი
დაუმორჩილებლობას და
წვრილმან ხულიგნობას
ედავებიან. ხმაური და
დაპირისპირება კი
სამხარეო
ადმინისტრაციასთან გვიან
ღამით
დაიწყო.სამართალდამცველებმა
სულ 12 ადამიანი დააკავეს
მოგვიანებით კი 4
ხელწერილის საფუძველზე
გაათავისუფლეს. მათ შორის,
ერთ-ერთი "ბათუმელების“
დირექტორი მზია
ამაღლობელი იყო, რომელიც
მეორედ უკვე სისხლის
სამართლის კოდექსის 353-ე
პრიმა მუხლით აიყვანეს.