შედგება თუ არა შეთანხმება
ოპოზიციაში და მიიღებენ თუ
არა მონაწილეობას
თვითმმართველობის
არჩევნებში მმართველი
გუნდის ოპონენტები,
ჯერჯერობით
უცნობია."ძლიერი
საქართველო", რომელიც 4
ოქტომბრის არჩევნებისთვის
ემზადება, აცხადებს, რომ
ოპოზიციამ ეს
გადაწყვეტილება მათთან
შეუთანხმებლად
გამოაცხადა. "ნაციონალური
მოძრაობა" "ლელოს" ტყუილში
ადანაშაულებს, "კოალიცია
ცვლილებისთვის" წევრები კი
მათ საჯარო დებატებში
იწვევენ.არჩევნებისთვის
დამოუკიდებლად ემზადება
გახარიას გუნდი, რომელიც
ამბობს, რომ კოლეგების
ბრალდებები მათ სამოქმედო
გეგმაზე გავლენას ვერ
მოახდენს. მმართველი
გუნდისთვის კი პრობლემას
არანაირი კონფიგურაცია არ
წარმოადგენს, როგორც თავად
აცხადებენ მორიგი
გამარჯვებისთვის
ემზადებიან."დაპირისპირება
არის, ვინაიდან ეტყობა
ინსტრუქცია არ არის
ჩაშლილი მთლიანად,
ვინაიდან გარე უფროსები
იკვლევენ იმას, რომ ფსონი
უნდა დაიდოს მხოლოდ
გახარიაზე და მხოლოდ ბატონ
ხაზარაძეზე თუ ფსონი უნდა
დაიდოს "ნაციონალურ
მოძრაობაზე". ჩვენ ყველა
კონფიგურაციისთვის მზად
ვართ. "ქართულ ოცნებას"
საშტაბო მუშაობა უკვე
დაწყებული გვაქვს, ჩვენ
ყოველთვის თვეებით ადრე
ვიწყებთ ხოლმე საშტაბო
მუშაობას, ვიდრე
რადიკალური ოპოზიცია და
შესაბამისად, ნებისმიერი
კონფიგურაციით როგორც არ
უნდა იყოს ოპოზიცია
წარმოდგენილი ამ
არჩევნებში, ჩვენ ძალიან
დიდი ანგარიშით
დავამარცხებთ 64-ივე
მუნიციპალიტეტში", -
აცხადებს პარლამენტის
ფრაქცია "ქართული ოცნების"
თავმჯდომარის მოადგილე
ლევან მაჭავარიანი.