დანიისა და ახალი ზელანდიის უნივერსიტეტებში ელჩებმა საქართველოს შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხეს

Primetime.ge 3 საათი წინ 2
დანიისა და ახალი ზელანდიის უნივერსიტეტებში ელჩებმა საქართველოს შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხეს
დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატა მენაბდემ, დანიის ახალგაზრდული ორგანიზაციის „დანიის ევროპელი ახალგაზრდები“ (Europæisk Ungdom Danmark) მოწვევით, დანიის ქალაქ ორჰუსის უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა.ელჩმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და ქვეყნის ისტორიაზე, პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებზე, საქართველო-დანიის ურთიერთობებზე, საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებასა და საუკუნოვან ტრადიციებზე ისაუბრა.ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო გაცვლითი პროექტების გაფართოების პერსპექტივებზე.პრეზენტაციის შემდგომ, საუბარი სტუდენტების აქტიური მონაწილეობით, კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.ასევე, ახალი ზელანდიაში, წამყვანი ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის - საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა მიმართა და არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე ისაუბრა. საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ორიენტირებულ სამშვიდობო პოლიტიკაზე, ასევე ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა რეგიონში გამწვავებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.საქართველოს ელჩმა საჯარო ლექციაში ყურადღება დაუთმო ქვეყანაში წლების განმავლობაში წარმატებით გატარებულ რეფორმებს. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების მხრივ არსებულ დადებით ტენდენციებს და პერსპექტივებს, ასევე, ქვეყნის მიღწევებს გამჭვირვალობის ამაღლების, ეკონომიკური თავისუფლების და ბიზნესის წარმოებისათვის ხელმისაწვდომი გარემოს განმტკიცების მიმართულებებით.საქართველოს ელჩის საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ახალი ზელანდიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკურ-კვლევითი წრეების, მედიის და ახალი ზელანდიის პროფესიული წრეების წარმომადგენლები.
სრულად წაიკითხეთ სტატია